Party: ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის შავი ყუთი 2
Main page > Magti Club > ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის შავი ყუთი 2
15 ივნისს, 19 საათზე "მაგთი კლუბი" და გამომცემლობა "ინტელექტი" გიწვევთ ტარიელ ჭანტურიას ახალი წიგნის – "სიყვარულის შავი ყუთი 2" წარდგენაზე.
დასწრება თავისუფალია!
-------------------------------------
ტარიელ ჭანტურიას პოეზია განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. გამორჩეული პოეტური ხმა, მახვილგონიერი აზროვნება, ირონიისა და სარკაზმის აუტანელი სიმსუბუქე სრულიად ახალ სამყაროს ქმნის, რომელიც მკითხველს ცხოვრების მიმართ აქამდე უცხო შთაბეჭდილებით და მოტივაციით აღავსებს.
ესაა მუდმივად თანამედროვე, ახალგაზრდული აზრითა და სულით სავსე პოეზია. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა ნებისმიერი გემოვნების თუ ასაკის ადამიანისათვის.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მკითხველს კვლავ ეძლევა საშუალება, საყვარელი ავტორის ახალ კრებულს გაეცნოს.
------------------------------------
დაიბადა 1932 წელს, 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
პირველი პოეტური კრებული ლტოლვა გამოაქვეყნა 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს.
ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985), „კოლხური კაპრიჩიო“ (1998), „თაფლობის საუკუნე-2“ (2002) და სხვ.
„ინტელექტმა“ გამოსცა ტარიელ ჭანტურიას ექვსი წიგნი: პოეტური კრებულები – „100 ლექსი“, „საიტ.უმლო ბარათი – 3“, „სიყვარულის შავი ყუთი“, „სიყვარულის შავი ყუთი 2“; ჩანაწერების წიგნები – „დინოზავრიდან დიზაინამდე“ და „ვიკილექსი“.
მას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.